29, მაისი 2019 17:17:00
სტუდენტზე, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, პოლიტიკური მანიპულირების მცდელობები იყო. ამის შესახებ, განცხადება გოგოს ადვოკატმა გააკეთა. ზაზა პაპიძეს კონკრეტული პარტიები არ დაუსახელებია. თუმცა, ისაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საშუალებით გარკვეული მანიპულირების მცდელობებზე. უფლებადამცველის თქმით, გოგო დაზარალებულად ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა გამოძიება აქტიურ ფაზაშია. პაპიძე ამბობს, რომ საქმეში დამატებითი მტკიცებულებები გამოიკვეთა, რამაც მუხლის დამძიმება გამოიწვია.